რელიგიებს შორის დაპირისპირება

      

     ძალიან მიამიტურია ის, რაც რეგინა შვარცმა წარმოთქვა, კერძოდ: რომ “მონოთეიზმა, მძიმე მემკვიდრეობა” მოუტანა დასავლეთის საზოგადოებას და რომ არა-დასავლურ რელიგიებს, არ გააჩნიათ ასოციაცია ძალადობასთან.
 მეოცე საუკუნეში დაღვრილი სისხლის უმეტესი ნაწილი ათეისტური იდეოლოგიების შედეგია. დიდი ირონიაა იმაში, რომ რელიგიას კიცხავენ ძალადობისათვის, მაგრამ რელიგიის კრიტიკოსები ჩუმად არიან მაშინ, როდესაც სეკულარული ანდა ათეისტური რწმენა-წარმოდგენები, ისეთები როგორებიცაა: სტალინიზმი ანდა მაოიზმი – მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ანადგურებენ.
ამგვარად რასაც ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება, არის ის არსობრივი სწავლება, რაზედაც რელიგია ლაპარაკობს, და არა მაინცდამაინც არსებულ დარღვევებს. ამ პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ რელიგიას. არის თუ არა იესოს სახელით მახვილის აღება ქრისტიანობის გასაძლიერებლად შესაბამისობაში იმ მტკიცებულებასთან, რომელზეც იესო ლაპარაკობდა? იგივე კითხვები შეგვიძლია დავსვათ ისლამისა და ინდუიზმის მისამართითაც.
ამგვარად რელიგია არ არის თავისთავად ის, რომელიც პასუხისმგებელია დარღვევებზე, არამედ ეს არის ის აზროვნების წესი, რომელიც იყენებს იდეოლოგიას ანდა რელიგიურ გამართლებას იმისათვის, რათა გააკონტროლოს ადამიანების აზროვნება და შეზღუდოს მათი უმნიშვნელოვანესი თავისუფლებები. როდესაც თავისუფლების ანდა რელიგიური თავისუფლების ანდა ქალების უფლებები ირღვევა, ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ და გამოვაცხადოთ მათი მცდარობა. ხანდახან ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ გამოვიწვიოთ ისინი, რომლებიც იგივე რელიგიურ მითითებებზე აპელირებენ, როგორებზეც ჩვენ, მაგრამ ისინი ამ დამახინჯებულ მიზნებს თავიანთი რელიგიური სისტემების გასამყარებლად იყენებენ. მაგალითისათვის გამოდგება აიათოლა ჰომეინის სურვილი, რომ სიკვდილით დასჯილიყო (ფატჰა) სალმან რუშტი მის მიერ დაწერილი კრებულის სატანისტური ლექსებისათვის.

No comments:

Post a Comment