რელიგიის არსი
Sunday, March 17, 2013
Saturday, January 26, 2013
კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე რელიგია მისი თანამდევი მოვლენაა და დღემდე დედამიწის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მოიცავს. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანისთვის რელიგია მაინც ნაკლებად გასაგებია. ამ, ერთი შეხედვით, უცნაური ფაქტის მიზეზი ის გარემოებაა, რომ რელიგიას, ჩვეულებისამებრ, აფასებენ გარეგნული ნიშნებით, იმით, თუ როგორ იყენებენ მას მისი მიმდევრები პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამიტომაც, რელიგიას სხვადასხვაგვარად იგებენ, რის გამოც მის არსს გაიაზრებენ ან მეორეხარისხოვანი, უმნიშვნელო ელემენტებით, ან მცდარად. ამას ვერც ერთი მსოფლიო რელიგია ვერ აცდა.
სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ განხილვას საჭიროებს საკითხი, თუ რა არის რელიგიის არსი, რა არის მასში განმსაზღვრელი და აუცილებელი და რა - არარსებითი.
რელიგიას აქვს ორი მხარე: გარეგანი, ანუ როგორია იგი გარეშე დამკვირვებლის თვალში და შინაგანი, ანუ ისეთი, როგორსაც ხედავს მას ამ რელიგიის სულიერი და ზნეობრივი პრინციპების შესაბამისად მცხოვრები მორწმუნე ადამიანი.
გარეგნულად რელიგია წარმოადგენს:
ფილოსოფიური თვალსაზრისით - მსოფლმხედველობას, რომელიც მოიცავს უამრავ კონკრეტულ სწავლებას (კანონებსა და დოგმატებს, ასევე ტრადიციასაც - რედ.), რომელთა გარეშე (ან თუნდაც ერთის გამოკლებით) იგი კარგავს საკუთარ თავს და წარმოშობს ცრურწმენებს, სექტებს, ჯადოქრობას, ოკულტიზმს, სატანიზმსა და მსგავს ფსევდორელიგიურ მოვლენებს: მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანში არსებობს რელიგიის ცალკეული ელემენტები, ისინი, სინამდვილეში, მისი გახლეჩის, დეგრადაციისა და გადაგვარების პროდუქტია.
საზოგადოებრივ-პრაქტიკული გამოხატულებით ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია მართვის განსაზღვრული სტრუქტურა (ეკლესია), თავის მიმდევართა ცხოვრებისა და ღვთისმსახურების წესებით.
შინაგანი თვალსაზრისით კი რელიგია განსაკუთრებული სულიერი ცხოვრებაა, რომელიც ადამიანს მისსავე სულში დაფარულ მარადიული ღვთაებრივი სილამაზის სამყაროს აღმოაჩენინებს.
რელიგიის წარმოშობას წინ უსწრებდა რელიგიამდელი ხანგრძლივი პროცესი განვითარებისა, ქვის ხანის ეპოქიდან. უძველესი ფორმა რელიგიისა იყო მაგია - ჯადოქრული გზით ბუნებაზე ზემოქმედების რწმენა, რასაც პირველყოფილი ადამიანი საკულტო ცერემონიებით და შელოცვებით გამოხატავდა მისთვის სასურველი მიზნების მისაღწევად. პირველი ჩანასახი რელიგიისა გამოიხატებოდა რეალურად არსებულ საგანთა განდიდებაში, თითქოს მათ ჰქონდათ ზებუნებრივი ძალა: ქვას, ნიჟარას, თმას. ეს იყო ფეტიშის რწმენა. შემდეგ მთავარია მაგიის, ტოტემის რწმენა. ტომი გააღმერთებდა რომელიმე მისთვის მნიშვნელოვან ცხოველს. მესამე ობიექტი თაყვანისცემისა იყო სული, წინაპართა სულების რწმენა. ბოლოს. უკვე კლასობრივი საზოგადოების შექმნის შემდეგ, თანდათან შეიქმნა რწმენა ღმერთებისა, მითები, რომელშიც ადამიანებთან მოქმედებდნენ ღმერთები და ქალღმერთები, დემონები და ქაჯები, ჭინკები და ფერიები. ამგვარად, უმარტივესი წარმოდგენები მკვდარ საგნებზე თანდათანობით იქცა სრულყოფილ კოსმოგონიურ სისტემად. რელიგიის განვითარების ისტორიული ფორმებია: ტომობრივი, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და მსოფლიო რელიგიები. ძველი რელიგიური წარმოდგენების დამახასიათებელი ნიშნებია:ანთროპომორფიზმი, ანიმიზმი და მაგია.
მსოფლიოს რელიგიები
მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი - განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით. უდიდესი, დახვეწილი რელიგიების - ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის გვერდით არსებობენ ჩამორჩენილ ტომთა პრიმიტიული რელიგიური წარმოდგენები, კერპთა თაყვანისცემა, უმარტივესი რიტუალები.
მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი რელიგიები (ფრჩხილებში მითითებულია მორწმუნეთა რიცხვი (მლნ. ადამიანი) და მსოფლიო მოსახლეობის პროცენტული წილი).
- ქრისტიანობა (1943, 32,8%)
- კათოლიციზმი (1027)
- პროტესტანტიზმი (316)
- მართლმადიდებლობა (214)
- ანგლიკანიზმი (64)
- სხვა მიმდინარეობები (322)
- ისლამი (1165, 19,6%)
- ინდუიზმი (762, 12,8%)
- ჩინური რელიგიები (359, 6,1%)
- ბუდიზმი (354, 6,0%)
- ეთნიკური რელიგიები (249, 4,2%)
- ათეიზმი (150, 2,5%)
msoflioSi yvelaze gavrcelebuli
religiebi : qristianoba, islami da budizmi
ქრისტიანობა

ისლამი

იუდაიზმი

რელიგიის არსი
რელიგიის თვისობრიობასა და არსზე ლაპარაკი, მის გარეგან მხარესთან შედარებით, უფრო რთულია, რადგან იგი ენით უთქმელი და გონებით ჩაუწვდომელი განცდების მთელ სპექტრს მოიცავს. სამაგალითოდ მოვიყვანოთ ასეთი შედარებები: ზოგჯერ ვამბობთ ხოლმე, რომ „დრო მხიარულად გავატარეთ“, ან „გულზე დარდი გვაწევს“, მაგრამ ჩვენთვის რა იგულისხმება სიტყვების - „მხიარულად“ და „დარდი“ - მიღმა? ამის გაგება სხვა ადამიანს არ შეუძლია, რადგან თითოეულის შინაგანი სამყარო ღრმაა, ინდივიდუალურია და მისი სიტყვიერად გადმოცემა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომაც, თითოეული რელიგია გარეგნულად ასეთია: არსებობს განსაზღვრული ორგანიზაცია (ეკლესია) თავისი დოგმატებით, კონკრეტული ზნეობრივი მოთხოვნებით, წესებით, განსხვავებული მღვდელმსახურების წესით: შინაგანად კი ეკლესია მორწმუნე ადამიანისთვის ცოცხალ ღმერთთან შეხვედრის ადგილია, ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა და ზიარებაა. ამდენად, განსხვავებულია ეკლესიის გარეგნული ფორმა ცალკე აღებული და მისი შინაგანი ცხოვრება. შესაბამისად, ამ სულიერი განცდების მრავალფეროვნების სიტყვიერად გადმოცემა ადამიანს, რელიგიის გარეგნული მხარეების თუნდაც კარგად მცოდნეს, არ ხელეწიფება. მღვდელი პავლე ფლორენსკი წერდა: „რელიგიის საიდუმლოებანი არ არის ის, რისი გამჟღავნებაც (გათქმა) არ შეიძლება; ისინი არც შეთქმულთა პირობითი პაროლებია. ეს არის გამოუთქმელი, ენით აღუწერელი განცდები, რომელთა სიტყვიერად გამოხატვა შეუძლებელია“. დიდმა რუსმა მოაზროვნემ, შემდგომში - ღვთისმეტყველმა, ს.ნ. ბულგაკოვმა (+1944 წ.) იგივე აზრი რელიგიის იდუმალი საიდუმლოს გამოუთქმელობაზე ასე გამოხატა: „ყველაზე ზოგადი ფორმით, რელიგია შეიძლება განვსაზღვროთ ასე: რელიგია არის ღმერთის აღმოჩენა და ღმერთთან კავშირის განცდა“. რელიგიური განცდები არწმუნებს ადამიანს იმაში, რომ არსებობს ღვთაებრივი სამყარო - რელიგია კი არ ცდილობს, ადამიანს დაუდასტუროს და დაუმტკიცოს ღვთაებრივი სამყაროს არსებობა, არამედ ადამიანი განიცდის ამას თვითონვე.
ჭეშმარიტად რელიგიურ გზას მხოლოდ ის ადამიანი დაადგა, ვინც საკუთარი ცხოვრების გზაზე რეალურად შეხვდა ღვთაებრივს, ვისაც შეეწია მისი ყოვლისშემძლე ძალა. რელიგიური გამოცდილება არ არის მეცნიერული თვალსაზრისის სფერო; იგი არც ფილოსოფიური, არც ესთეტიკური, არც ეთნიკური განცდაა. ისევე, როგორც გონებით ვერ შეიცნობ სილამაზეს (მასზე მხოლოდ ფიქრია შესაძლებელი), აზრი რელიგიური განცდის მწველი ცეცხლის მხოლოდ ფერმკრთალი გამოხატულებაა... წმიდანთა, წინასწარმეტყვლთა, რელიგიის ფუძემდებელთა ცხოვრება და რელიგიის თვალსაჩინო ძეგლები (დამწერლობა, კულტი, ზნე-ჩვეულებანი) თითოეულის პირად გამოცდილებასთან ერთად, რელიგიის სფეროში უფრო კარგად შეიმეცნება, ვიდრე განყენებული ფილოსოფიური მსჯელობა მასზე.
დიდი წმიდანი, ღირსი ისააკ ასური, წერს, რომ უამრავი მტკიცებულება შეიძლება მოვიყვანოთ რელიგიური განცდებისა და სიყვარულის მდგომარეობაზე, უსაზღვრო სიხარულისა და სიყვარულის მდგომარეობაზე, ჭვრეტის მადლის მიღებაზე, განკურნებასა და იმის წვდომაზე, რაც ადამიანზე ზეაღმატებულია (სულიერი სამყარო), რაც მისი თანასწორია (სხვა ადამიანთა სულები) და რაც მასზე მდაბალია (ბუნებრივი სამყარო), აგრეთვე სხვა უჩვეულო მადლმოსილებათა შესახებ. პავლე მოციქულმა იგივე აზრი წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვებით გვამცნო: „რომელი თვალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერომან მოყუარეთა თვსთა“
ძალიან მიამიტურია ის, რაც რეგინა შვარცმა წარმოთქვა, კერძოდ: რომ “მონოთეიზმა, მძიმე მემკვიდრეობა” მოუტანა დასავლეთის საზოგადოებას და რომ არა-დასავლურ რელიგიებს, არ გააჩნიათ ასოციაცია ძალადობასთან.
მეოცე საუკუნეში დაღვრილი სისხლის უმეტესი ნაწილი ათეისტური იდეოლოგიების შედეგია. დიდი ირონიაა იმაში, რომ რელიგიას კიცხავენ ძალადობისათვის, მაგრამ რელიგიის კრიტიკოსები ჩუმად არიან მაშინ, როდესაც სეკულარული ანდა ათეისტური რწმენა-წარმოდგენები, ისეთები როგორებიცაა: სტალინიზმი ანდა მაოიზმი – მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ანადგურებენ.
მსოფლიო დღესაც ელის ისეთი საერთაშორისო წესრიგის შექმნას, რომელშიც, მართალია, არ იქნება იდეალური ვითარება, მაგრამ ძალადობა, ომი, უსამართლობა, შიმშილი და გაჭირვება შემცირდება მაინც. ,,ცივი ომის” დასრულების შემდეგ ხალხებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის ახალმა კონფლიქტებმა და ომებმა იჩინა თავი. დაძაბულობა განსაკუთრებით იმ ჯგუფებში შეინიშნება, რომელთა თვითმყოფადობა ძალადობით დაითრგუნა. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ ამ კონფლიქტებში ხშირად დიდი წვლილი რელიგიებს მიუძღვით. რელიგიის საშუალებით ხომ ძალიან ადვილია პრეტენზიების დასაბუთება, კონფლიქტის გაღვივება, მოწინააღმდეგის დადანაშაულება თუ სამხედრო კოლონების დარაზმვა. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში რელიგიური ლიდერები და მათი მიმდევრები ძალიან ხშირად ფანატიზმს, ქსენოფობიასა და სიძულვილს თესენ. ისინი ადამიანებს ძალადობრივი და სისხლიანი დაპირისპირებისაკენ უბიძგებენ და ამ დაპირისპირებათა ლეგიტიმაციას ახდენენ. სამწუხაროდ, რელიგიები ხშირად პოლიტიკური და მილიტარისტული მიზნების სამსახურში დგას.
ratom aris religiebs Soris dapirispireba aqtiuri Tema da ram
ganapiroba es?
ra rols asrulebs religia kacobriobis istoriaSi?
Tqveni azriT unda arsebobdes religiebs Soris Sugli?(mad: erti religiis
warmomadgenelma unda gandevnos sxva religiis warmomadgeneli.)
daskvna: religiebis dapirispirebis
mizezebi gamoiwvia azrTa sxvadasxvaobam, adamiani sazogadoebis sruluflebiani
wevria da mas gaaCnia Tavisi sakuTari azris uFleba, aseve mas uFleba aqvs
airCios TavisTvis misaRebi da sasurveli religia da misi mimdevari iyos. Amisda miuxedavad
sxva mis gadawyvetilebaSi ar unda Caerios.
Am yvelapris miuxedavad adamianebi unda gaerTiandnen ra rasis da ra erovnebisac
unda iyvnen radgan megobroba, pativiscema da siyvaruli ulamazesi grdnobaa am
qveynad............
Gamoyenebuli literatura: http://www.scientology.org
gmadlobT
yuradRebisTvis!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!.
Subscribe to:
Posts (Atom)